Latest Entries »


ევთანაზია-ინგ. euthanasia-უმტკივნეულო სიკვდილი. ბერძ eu-კარგი; thanatos-სიკვდილი. მედ. ექიმის მიერ  პაციენტის სიცოცხლის შწყვეტა ან შემოკლება, რომელიც დაავადებულია განუკურნებელი სენით და განიცდის აუტანელ ტანჯვას. თხოვნის დაკმაყოფილება სამედიცინო ჩვენებების არსებობის გარეშე, უმტკივნეულო ან მაქსიმალურად უმტკივნეულო გზით, ტანჯვის შეწყვეტის მიზნით(!). ითვლება უკანონოდ და ეწინააღმდეგება ექიმის ეთიკას.

ევთანაზიის დაკანონება არ დაკანონებაზე დიდი ხანია დავობენ. საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ევთანაზია კანონით იკრძალება, რელიგიით მით უმეტეს. View full article »


View full article »


როგორც geoleft-მა ბრძანა კაპიტალიზმია დღეისათვის საქართველოში და ყველაფერი იყიდება, ყველაფერს უკეთდება რეკლამა. მათ შორის ადამიანებსაც. ანუ აქცენტი უნდა გაკეტდეს იმ კარგ თვისებებზე რომლებიც ადამიანს აქვს, ან არ აქვს და ძალით იჩენს. მოკლედ ადამიანი იწყებს თამაშს. ანუ იმ თვისებების წარმოჩენას, რომელიც აქვს, ან არ აქვს და უნდა რომ ქონდეს. ზოგს უნდა რომ “ჯალიან საკალელი” იყოს და თავის ემოციურობას, ბავშვურობას და რაღაც საზიზღრობებს უსმევს ხაზს. ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, შეიძლება 3 წლის ნაწყენი ბავშვივით ტუჩები წინ გამობერო და ისეთი გამოთქმები მოიშველიო, როგორებიცაა: “აუ ჯალიან შაკალელია”, “აუ ლა ჩოდოა” და ასე შემდეგ, ასეთი კიდევ ბევრი არსებობს და ამას უფრო მეტად გოგოები მიმართავენ. ყველაფრის მიზეზი კი ყურადღების დეფიციტი, ან ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილია. ზოგი პირიქით, ცინიკოსის ნიღაბს ირგებს, თითქოს ყველა ემოცია და განცდა მისთვის უცხო იყოს, და გონებამახვილური გამონათქვამებით თავისი ჭკუისა და ორიგინალურობის დემონსტრაციას ახდენს. View full article »


მოკლედ პროპედევტიკის გამოცდას მოვრჩი და ამ კათედრისადმი ზიზღმა ჩემს ემოციებში პირველი ადგილი დაიკავა. ეს არის ყველაზე ***, ***** კათედრა მსოფლიოში. როდესაც ცოტა დავწყნარდი  პოსტის დაწერა მომინდა სამედიცინოზე… მომინდა მაგრამ სადაა რამე საწერი? ტვინის ყველა უჯრედი გადავქექე მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. მოკლედ გამოცდების პერიოდია სამედიცინოში და თსსუ-ზე ამაზე უკეტეს საწერს ვერაფერს ნახავ… გამოცდები შთაგონებების უშრეტი წყაროა ყველა სტუდენტისათვის და მათ შორის ჩემთვის.

გამოცდებისთვის ვემზადებით როგორ… ჯერ გულმოდგინედ ვიმარაგებთ ქსეროქსებს, იმ იმედით, რომ მთავარია გვქონდეს თორემ სწავლას ეშველება. შემდეგ იწყება ის დღეები, როცა დღეს არა და ხვალ იწყებ მეცადინეობას, თან ისეთს რომ შენს ცხოვრებაში ამის გარდა არაფერი იარსებებს. ამ დღეების რაოდენობა გამოცდის წინა დღეების რაოდენობასთან ერთად პირდაპირპროპორციულად იზრდება. შემდეგ იწყება მომზადების ფაზა. როდესაც ზიხარ წიგნის წინ და ფიქრობ ყველაფერზე სწავლის გარდა. ამ ფაზაში ეძებ რამეს რისი გაკეთებაც შენი აზრით გამოცდაზე უფრო მნიშვნელოვანია. მხოლოდ მეცადინეობის პერიოდში მათ სიაში შედის ბლოგებზე ბოდიალი, ჯგუფელებთან ერთად დალევა კინოების ყურება და ასე შემდეგ. View full article »


ახლა როცა მე ამ პოსტს ვწერ,

შუაღამე იწვის დნება,

გამოცდისთვის მზადებაში

ტვინი უკვე ამიფეთქდა…

რითმში არ ჩაჯდა თორემ მომეტყნა ზედგამოჭრილია… ან სამედიცინო ენით გამინაყოფიერდა… მოკლედ მას შემდეგ რაც ჩემი ტვინი მიხვდა, რომ მის პერიოდულ გათიშვებს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, მცირეხნიანი და არააგრესიული პროტესტები მასიური საპროტესტო აქციით შეცვალა… View full article »


განმარტოებით იჯდა… ყოველდღიურ ცხოვრებისგან დაღლილს და დამარცხებულს, მყუდრო ადგილი მოეძებნა და ხის ქვეშ მჯდომი ფიქრს ცდილობდა. არანაირი ფიქრი, ერთმანეთთან დაკავშირებული ორი აზრიც კი არ მოსდიოდა თავში. უბრალოდ იჯდა… იჯდა განმაროტებით. ბუნებას კი ჩუმს, თითქოს საუკუნო ძილს მიცემულს, არ აღელვებდა თავისი საცოდავი შვილის ბედი. ცდილობდა აზრები ერთმანეთისთვის გადაება, როგორმე დაეკავშირებინა, მაგრა ამაოდ. იჯდა და ელოდებოდა… მაგრამ თვითონაც არ იცოდა რას… პასუხებს? არა… პასუხებს აქამდეც ბევრი ელოდებოდა, ბევრი ეძებდა მაინც ვერ იპოვა, მაშ როტომ უნდა ეფიქრა, რომ ეს პასუხები სწორედმისთვის გახდებოდა ცნობილი… სიკვდილს? არა… სიკვდილს ვერ დაელოდები, როცა ელოდები არ მოვა… შენ უნდა გაეკიდო, დაიჭირო და მანამ არ გაუშვა სანამ ჯოჯოხეთში არ ჩაყვები.

ხეს გაყვითლებული, უსიცოცხლო ფოთოლი მოსწყდა, ნელნელა დაეშვა და უაზორდ მჯდარის ფეხებთან დაეცა… წამიერად გამოფხიზლდა, და ეს წამიერი გამოფხიზლება თითქოს ნიშანი იყო რაღაცის საწყისისა. გაახსენდა რომ შემოდგომა იყო… დრო როდესაც ბუნებაში ყველაფერი ასრულებს თავის ცხოვრებას და შემცვლელის მოლოდინში საუკუნო ძილისთვის ემზადება. იქნებ მისი დროც მოვიდა? და თუ ეგრეა სად უნდა წავიდეს… არავისთვის არაფერი უვნია, თავისთვის ცხოვრობდა, არა ცოცხლობდა უბრალოდ… ჯოჯოხეთს არ იმსახურებს, მაგრამ მისნაირები არც სამოთხეში ხვდებიან. მაშ რა უნდა ქნას, დარჩეს ცასა და მიწას შორის გამოკიდული? ან რატომ გაჩნდა საერთოდ, ან რა მიზანი ქონდა მის სიცოცხლეს… კითხვები ბევრი ჰქონდა… პასუხები კი არა… View full article »


მოკლედ დადგა 2010 წლის ზაფხულიც და დაიყო დიდი ციებცხელება სამედიცინოში… მაშინ, როდესაც თითქმის ყველა უნივერსიტეტმა, გამოცდების ჩათვლით მოღვაწეობა დიდი ხანია დაამთავრა, სამედიცინოს სტუდენტები მედგრად ებრძვიან საგამოცდო ცენტრს და ზოგიერთ კათედრას… ბარიკადების ერთ მხარეს არიან: ზოგიერთი კათედრის ზოგიერთი ლექტორი, რომლებიც ქულებს არ წერენ ცოცხალი თავით (კათედრებს, გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, მიმხვედრი მიხვდება) და საგამოცდო ცენტრი, თავისი ახლად გაკეთებული დარბაზით თსსუ-ს მესამე კორპუსის “პადვალში”. მეორე მხარეს კი სტუდენტობა და სამედიცინოს წინ არსებული ორი ქსეროქსია, სადაც საგამოცდო ტესტები იმაზე ადრე აქვთ, ვიდრე ტესტებს შეადგენენ. ეს ორი დაწესებულება სტუდენტების ჯიბეების გათხელებით და თავიანთი ჯიბეების საპირისპირო მოქმედებით, დიდ როლს თამაშობენ სტუდენტების ცხოვრებაში. თუ ტესტის გადაქსეროქსება სხვაგან 8 ლარი ღირს, აქ იგივე სიამოვნება 50 თეთრით იაფი დაგიჯდებათ, თანაც აქ ცდა არ მოგიწევთ, მათ იციან, რომ მაინც მათი საკბილო ხარ და ამიტომ უკვე გამზადებული ქსეროქსებით, მხოლოდ შენი საფულის ან ჯიბის დამჩატებას ელიან. რა ვქნათ ძვირი სიამოვნებაა გამოცდები სამედიცინოში. ტესტების აღების შემდეგ, რამდენიმე წუთის (საათის, დღის) განმავლობაში მიმდინარეობს მსჯელობა: “აუ რამდენია”, “აუ რა უაზრობაა”, “აუ ყველაფერი ამერია”, “აუ ამას რა ისწავლის” და შიგადაშიგ ჩართული გინებები სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ ამ მსჯელობის ბოლო ყოველთვის ერთნაირია: “კარგი, დავიწყოთ ახლა, მაინც ჩვენი სასწავლია ვერსად გავექცევით” და ბოლოსართი გინება. View full article »


მონაწილეობენ: კონცლაგერი-ქიმიის კათედრა და არზიანი-ქიმიის კათედრის გამგე;

ნადაშვილი, თენგიზი-ანატომიის ლექტორები;

მანჩო-გენეტიკის  ლექტორი;

რუხო-ჰისტოლოგიის კათედრის გამგე;

ლიფტი-თსსუ-ს დეკანატის ლიფტი;

ლეილა ჯანდიერი-ტოპანატომიის კათედრის ლექტორი (ამავე კათედრის გამგის კომპანიონი ყავის სმასა და სიგარეტის მოწევაში);

ვირთხა-უბედური თეთრი ვირთხა, რომელიც სამედიცინოს სტუდენტებმა დაუნდობლად გაფატრეს;

სტაფილოკოკი-ერთუჯრედიანი ორგანიზმი;

ჭერამის ხე-თსსუ-ს პირველი კორპუსის უკან მდგარი ჭერამის ხე;

თინა ჩიქოვანი-იმუნოლოგიის კათედრის გამგე ამავე დროს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი (ან პირიქით);

ფარმაკო-ფარმაკოლოგია და ამ კათედრის ლექტორები ნათელა და მერი;

წესი-არჩვაძის წესი (სხვათა შორის ეს წესი ყველგან ჭრის);

რესპუბლიკურის უკანა ტყეში მისტიკურ ნისლში გახვეული კათედრა-პათანატომიის კათედრა;

ვანოს სკულპტურა- თსსუ-ს ეზოში მდგარი ივანე თარხნიშვილის ძეგლი, რომელიც წარბშეუხრელად გადაჰყურებს მის ახლომახლო ჯოკერის მოთამაშე სტუდენტებს;

მელა და ტურა-ძუძუმწოვარი ცხოველები

მაშ ასე… დავიწყოთ View full article »