Tag Archive: ღმერთი



Continue reading


როგორც geoleft-მა ბრძანა კაპიტალიზმია დღეისათვის საქართველოში და ყველაფერი იყიდება, ყველაფერს უკეთდება რეკლამა. მათ შორის ადამიანებსაც. ანუ აქცენტი უნდა გაკეტდეს იმ კარგ თვისებებზე რომლებიც ადამიანს აქვს, ან არ აქვს და ძალით იჩენს. მოკლედ ადამიანი იწყებს თამაშს. ანუ იმ თვისებების წარმოჩენას, რომელიც აქვს, ან არ აქვს და უნდა რომ ქონდეს. ზოგს უნდა რომ “ჯალიან საკალელი” იყოს და თავის ემოციურობას, ბავშვურობას და რაღაც საზიზღრობებს უსმევს ხაზს. ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, შეიძლება 3 წლის ნაწყენი ბავშვივით ტუჩები წინ გამობერო და ისეთი გამოთქმები მოიშველიო, როგორებიცაა: “აუ ჯალიან შაკალელია”, “აუ ლა ჩოდოა” და ასე შემდეგ, ასეთი კიდევ ბევრი არსებობს და ამას უფრო მეტად გოგოები მიმართავენ. ყველაფრის მიზეზი კი ყურადღების დეფიციტი, ან ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილია. ზოგი პირიქით, ცინიკოსის ნიღაბს ირგებს, თითქოს ყველა ემოცია და განცდა მისთვის უცხო იყოს, და გონებამახვილური გამონათქვამებით თავისი ჭკუისა და ორიგინალურობის დემონსტრაციას ახდენს. Continue reading


განმარტოებით იჯდა… ყოველდღიურ ცხოვრებისგან დაღლილს და დამარცხებულს, მყუდრო ადგილი მოეძებნა და ხის ქვეშ მჯდომი ფიქრს ცდილობდა. არანაირი ფიქრი, ერთმანეთთან დაკავშირებული ორი აზრიც კი არ მოსდიოდა თავში. უბრალოდ იჯდა… იჯდა განმაროტებით. ბუნებას კი ჩუმს, თითქოს საუკუნო ძილს მიცემულს, არ აღელვებდა თავისი საცოდავი შვილის ბედი. ცდილობდა აზრები ერთმანეთისთვის გადაება, როგორმე დაეკავშირებინა, მაგრა ამაოდ. იჯდა და ელოდებოდა… მაგრამ თვითონაც არ იცოდა რას… პასუხებს? არა… პასუხებს აქამდეც ბევრი ელოდებოდა, ბევრი ეძებდა მაინც ვერ იპოვა, მაშ როტომ უნდა ეფიქრა, რომ ეს პასუხები სწორედმისთვის გახდებოდა ცნობილი… სიკვდილს? არა… სიკვდილს ვერ დაელოდები, როცა ელოდები არ მოვა… შენ უნდა გაეკიდო, დაიჭირო და მანამ არ გაუშვა სანამ ჯოჯოხეთში არ ჩაყვები.

ხეს გაყვითლებული, უსიცოცხლო ფოთოლი მოსწყდა, ნელნელა დაეშვა და უაზორდ მჯდარის ფეხებთან დაეცა… წამიერად გამოფხიზლდა, და ეს წამიერი გამოფხიზლება თითქოს ნიშანი იყო რაღაცის საწყისისა. გაახსენდა რომ შემოდგომა იყო… დრო როდესაც ბუნებაში ყველაფერი ასრულებს თავის ცხოვრებას და შემცვლელის მოლოდინში საუკუნო ძილისთვის ემზადება. იქნებ მისი დროც მოვიდა? და თუ ეგრეა სად უნდა წავიდეს… არავისთვის არაფერი უვნია, თავისთვის ცხოვრობდა, არა ცოცხლობდა უბრალოდ… ჯოჯოხეთს არ იმსახურებს, მაგრამ მისნაირები არც სამოთხეში ხვდებიან. მაშ რა უნდა ქნას, დარჩეს ცასა და მიწას შორის გამოკიდული? ან რატომ გაჩნდა საერთოდ, ან რა მიზანი ქონდა მის სიცოცხლეს… კითხვები ბევრი ჰქონდა… პასუხები კი არა… Continue reading

%d bloggers like this: