მოკლედ პროპედევტიკის გამოცდას მოვრჩი და ამ კათედრისადმი ზიზღმა ჩემს ემოციებში პირველი ადგილი დაიკავა. ეს არის ყველაზე ***, ***** კათედრა მსოფლიოში. როდესაც ცოტა დავწყნარდი  პოსტის დაწერა მომინდა სამედიცინოზე… მომინდა მაგრამ სადაა რამე საწერი? ტვინის ყველა უჯრედი გადავქექე მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. მოკლედ გამოცდების პერიოდია სამედიცინოში და თსსუ-ზე ამაზე უკეტეს საწერს ვერაფერს ნახავ… გამოცდები შთაგონებების უშრეტი წყაროა ყველა სტუდენტისათვის და მათ შორის ჩემთვის.

გამოცდებისთვის ვემზადებით როგორ… ჯერ გულმოდგინედ ვიმარაგებთ ქსეროქსებს, იმ იმედით, რომ მთავარია გვქონდეს თორემ სწავლას ეშველება. შემდეგ იწყება ის დღეები, როცა დღეს არა და ხვალ იწყებ მეცადინეობას, თან ისეთს რომ შენს ცხოვრებაში ამის გარდა არაფერი იარსებებს. ამ დღეების რაოდენობა გამოცდის წინა დღეების რაოდენობასთან ერთად პირდაპირპროპორციულად იზრდება. შემდეგ იწყება მომზადების ფაზა. როდესაც ზიხარ წიგნის წინ და ფიქრობ ყველაფერზე სწავლის გარდა. ამ ფაზაში ეძებ რამეს რისი გაკეთებაც შენი აზრით გამოცდაზე უფრო მნიშვნელოვანია. მხოლოდ მეცადინეობის პერიოდში მათ სიაში შედის ბლოგებზე ბოდიალი, ჯგუფელებთან ერთად დალევა კინოების ყურება და ასე შემდეგ. Continue reading