მოკლედ დადგა 2010 წლის ზაფხულიც და დაიყო დიდი ციებცხელება სამედიცინოში… მაშინ, როდესაც თითქმის ყველა უნივერსიტეტმა, გამოცდების ჩათვლით მოღვაწეობა დიდი ხანია დაამთავრა, სამედიცინოს სტუდენტები მედგრად ებრძვიან საგამოცდო ცენტრს და ზოგიერთ კათედრას… ბარიკადების ერთ მხარეს არიან: ზოგიერთი კათედრის ზოგიერთი ლექტორი, რომლებიც ქულებს არ წერენ ცოცხალი თავით (კათედრებს, გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, მიმხვედრი მიხვდება) და საგამოცდო ცენტრი, თავისი ახლად გაკეთებული დარბაზით თსსუ-ს მესამე კორპუსის “პადვალში”. მეორე მხარეს კი სტუდენტობა და სამედიცინოს წინ არსებული ორი ქსეროქსია, სადაც საგამოცდო ტესტები იმაზე ადრე აქვთ, ვიდრე ტესტებს შეადგენენ. ეს ორი დაწესებულება სტუდენტების ჯიბეების გათხელებით და თავიანთი ჯიბეების საპირისპირო მოქმედებით, დიდ როლს თამაშობენ სტუდენტების ცხოვრებაში. თუ ტესტის გადაქსეროქსება სხვაგან 8 ლარი ღირს, აქ იგივე სიამოვნება 50 თეთრით იაფი დაგიჯდებათ, თანაც აქ ცდა არ მოგიწევთ, მათ იციან, რომ მაინც მათი საკბილო ხარ და ამიტომ უკვე გამზადებული ქსეროქსებით, მხოლოდ შენი საფულის ან ჯიბის დამჩატებას ელიან. რა ვქნათ ძვირი სიამოვნებაა გამოცდები სამედიცინოში. ტესტების აღების შემდეგ, რამდენიმე წუთის (საათის, დღის) განმავლობაში მიმდინარეობს მსჯელობა: “აუ რამდენია”, “აუ რა უაზრობაა”, “აუ ყველაფერი ამერია”, “აუ ამას რა ისწავლის” და შიგადაშიგ ჩართული გინებები სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ ამ მსჯელობის ბოლო ყოველთვის ერთნაირია: “კარგი, დავიწყოთ ახლა, მაინც ჩვენი სასწავლია ვერსად გავექცევით” და ბოლოსართი გინება. Continue reading

Advertisements