როგორც geoleft-მა ბრძანა კაპიტალიზმია დღეისათვის საქართველოში და ყველაფერი იყიდება, ყველაფერს უკეთდება რეკლამა. მათ შორის ადამიანებსაც. ანუ აქცენტი უნდა გაკეტდეს იმ კარგ თვისებებზე რომლებიც ადამიანს აქვს, ან არ აქვს და ძალით იჩენს. მოკლედ ადამიანი იწყებს თამაშს. ანუ იმ თვისებების წარმოჩენას, რომელიც აქვს, ან არ აქვს და უნდა რომ ქონდეს. ზოგს უნდა რომ “ჯალიან საკალელი” იყოს და თავის ემოციურობას, ბავშვურობას და რაღაც საზიზღრობებს უსმევს ხაზს. ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, შეიძლება 3 წლის ნაწყენი ბავშვივით ტუჩები წინ გამობერო და ისეთი გამოთქმები მოიშველიო, როგორებიცაა: “აუ ჯალიან შაკალელია”, “აუ ლა ჩოდოა” და ასე შემდეგ, ასეთი კიდევ ბევრი არსებობს და ამას უფრო მეტად გოგოები მიმართავენ. ყველაფრის მიზეზი კი ყურადღების დეფიციტი, ან ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილია. ზოგი პირიქით, ცინიკოსის ნიღაბს ირგებს, თითქოს ყველა ემოცია და განცდა მისთვის უცხო იყოს, და გონებამახვილური გამონათქვამებით თავისი ჭკუისა და ორიგინალურობის დემონსტრაციას ახდენს. Continue reading

Advertisements