ევთანაზია-ინგ. euthanasia-უმტკივნეულო სიკვდილი. ბერძ eu-კარგი; thanatos-სიკვდილი. მედ. ექიმის მიერ  პაციენტის სიცოცხლის შწყვეტა ან შემოკლება, რომელიც დაავადებულია განუკურნებელი სენით და განიცდის აუტანელ ტანჯვას. თხოვნის დაკმაყოფილება სამედიცინო ჩვენებების არსებობის გარეშე, უმტკივნეულო ან მაქსიმალურად უმტკივნეულო გზით, ტანჯვის შეწყვეტის მიზნით(!). ითვლება უკანონოდ და ეწინააღმდეგება ექიმის ეთიკას.

ევთანაზიის დაკანონება არ დაკანონებაზე დიდი ხანია დავობენ. საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ევთანაზია კანონით იკრძალება, რელიგიით მით უმეტეს. ადამიანს არ აქვს უფლება სხვისი სიცოცხლე განკარგოს, ადამიანის სიკვდილი ღმერთის ნებაა. ევთანაზია ეწინააღმდეგება ექიმის მორალის პირველ და უმნიშვნოლოვანეს კანონს “არ ავნო”. ამით უნდა ხემძღვანელობდეს ექიმი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძლზე. მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც პრინციპი “არ ავნო” უკავშირდება პრინციპს “აკეთე სიკეთე”. რა ხდება როდესაც ერთი შეხედვით მავნებელი მოქმედება იმ კონკრეტულ შემთხვევაში და იმ კონკრეტულ მომენტში პაციენტისთვის შვების მომტანია. თავი დავანებოთ რელიგიას და ცოტა ხნით ეს ყოვლისმომცველი და ყველაფერში ჩამრევი რაღაც უკანა პლანზე გადავდოთ. დავრჩეთ შიშველ ფაქტებთან მარტო… როდესაც უიმედო ავადმყოფი ითხოვს სიკვდილს, რათა გათავისუფლდეს ტანჯვისა და ტკივილისაგან, და გაათავისუფლოს დანარჩენებიც. ვის გაუხარდება ახლობლის ყურება, რომელმაც მთელი ცხოვრება ტკივილით უნდა იცხოვროს და ყოველდღე სიკვდილს ნატრობდეს. ასეთი პაციენტი ითხოვს სიკვდილს, რომელიც მას გადაარჩენს. როგორც არ უნდა ჟღერდეს, ამ დროს, სიკვდილი, ანუ ევთანაზია ტანჯვის შეწყეტისკენ მიმართული ნაბიჯია. მის განმარტებაშიც ეს წერია. გამოდის რომ ექიმი ვალდებულია ეს გააკეთოს როდესაც ავადმყოფი ითხოვს. როდესაც მისი მდგომარეობის გამოსწორება არ მოხერხდება. ექიმმა უნდა იზრუნოს პაციენტის კეთილდღეობაზე და ყველაფერი გააკეთოს ამისთვის. როდესაც პაციენტი არ არის დეპრესიაში, საღად აზროვნებს და შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, რატომ უნდა შეიზღუდოს ის არჩევანში. დავუბრუნდეთ რელიგიას, ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა და არჩევანის უფლება მისცა, მაგრამ თავისივე არჩევანისთვის სჯის. ქრისტიანულ რელიგიაში კაცის კვლაზე დიდი ცოდვაა თვიმკვლელობა. მაშ რაღა თავისუფლებაა ის, რომელიც ყველაზე მთავარის, საკუთარი სიცოცხლის განკარგვის საშუალებას გართმევს. ექიმი ვალდებულია სხვა პროფესიის ადამიანზე მეტი აიღოს საკუთარ თავზე. იბრძოლოს ავადმყოფისთვის ბოლომდე და შეეცადოს მის განკურნებას. მგრამ ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ეგრე არ ხდება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ტანჯვის შემსუბუქება. რომლის საშუალებასაც ევთანაზია წარმოადგენს. რამხელა პასუხისმგებლობაც არ უნდა იყოს ეს ნაბიჯი, მისი გადაგმის გამბედაობა ყველას თუ არა, ექიმების ნაწილს მაინც უნდა ეყოს. როდესაც ორ ბოროტებას შორის დგება არჩევანი, სასწორი ნაკლები ბოროტებისკენ უნდა გადაიხაროს.

თქვენ როგორ ფიქრობთ შეძლებდით ასეთი პასუხიმგებლობის თავზე აღებას? და სწორია თუ არა ევთანაზისს დაშვება?

Advertisements