ახლა როცა მე ამ პოსტს ვწერ,

შუაღამე იწვის დნება,

გამოცდისთვის მზადებაში

ტვინი უკვე ამიფეთქდა…

რითმში არ ჩაჯდა თორემ მომეტყნა ზედგამოჭრილია… ან სამედიცინო ენით გამინაყოფიერდა… მოკლედ მას შემდეგ რაც ჩემი ტვინი მიხვდა, რომ მის პერიოდულ გათიშვებს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, მცირეხნიანი და არააგრესიული პროტესტები მასიური საპროტესტო აქციით შეცვალა…ტვინის ყველა უჯრედი ერთობლივად გაიფიცა და ფილტვის და გულის აუსკულტაციური ხმების (შუილები, ხიხინები, სველი ხიხინები, მშრალი ხიხინები,უხეში სინთქვა, ბრონქული სუნთქვა, ალვეოლური სუნთქვა, ბრონქულ-ალვეოლური სუნთქვა, პათოლოგიური ბრონქული სუნთქვა, გულის ტონები, 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა, პარკუჭოვანი ტაქიარითმია, პარკუჭოვანი ბრადიარითმია, სისხლის რეგურგიტაცია, პაროქსიზმული ტაქიკარდია, მოტკაცუნე 1-ელი ტონი, გახლეჩილი ტონები, შუილი სტენოზის დროს, შუილი სარქვლის ნაკლოვანების დროს, კედლების, ძგიდეების უკმარისობის დროს და ა.შ) მოსმენაზე, მოკლედ რომ ვთქვა საკუთარი თავის გაუპატიურებაზე, მასობრივი უარი განმიცხადეს… მიუხედავად ჩემი მრავამხრივი გამოსვლებისა და დაპირებებისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ ახლა ყველანი საკუთარ საქმეს დაბრუნებოდნენ და რომ დავამთავრებდი, გამოცდებს მერე, შავით თეთრზე დაწერილს ან კომპიუტერში ჩაწერილს არაფერს ვანახებდი, (ტაქტიკა ნაციონალებისგან მოვიპარე…) აქცია მაინც არ დაიშალა… მერე გადავედი მუქრებზე… თუ არ დაწყნარდებით, ნიკოტინის კვამლში გაგგუდავთ ყველას-მეთქი. მოვუკიდე ჩემი 20 თეთრიანი “ზაჟიგალკით” სიგარეტს და ცრემლსადენი კვამლიც გავუშვი. ესეც უშედეგოდ. მერე დავიწყე ფიქრი, როგორ აჩუმებენ უკმაყოფილო ხალხს. აი რა კარგია როცა კრეატიული მთავრობა გყავს. და გავიფიქრე, რახან ერთი რაღაც მოვპარე ნაციონალებს, აწი დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს-მეთქი და ჟანდარმი გამოვიძახე… მაღაზიაში ჩავედი ერთჯერადი “ნესკაფე” დავითრიე და გავუშვი საკუთარ ორგანიზმში, იმ ერთადერთი დავალებით, რომ ეს აქცია დროებით მაინც დაეწყნარებინა… ხოდა დროებით დავშალე აქცია… საკუთარი წარმატებით აღტყინებულმა, კვლავ ჩავრთე ზემოთხსენებული დემოკრატიის მ**ნელი საშუალება… მაგრამ ძალიან ცოტა ხანი გრძელდებოდა იდილია ჩემს სახელმწიფოში. ოპოზიცია ძალებს იკრებდა, უკმაყოფილების ტალღა თანდათან გორდებოდა, ხალხი დენთით სავსე კასრს დაემსგავსა, რომელიც მხოლოდ ნაპერწკალს ელოდა. და აი ის ნაპერწკალიც, რომელიგაცა ხიხინი, რომელიც აფეთქებამ იმსხვერპლა… მოკლედ საბოლოო კაპიტულაციამდე, მომცეს დრო ეს პოსტი დამემთავრებინა და წავსულიყავი ლოგინისაკენ, რომელიც ასე ტკბილად მელოდებოდა… მაგრამ მე არ ვამთავრებ ბრძოლას, უახლოეს დღეებში ტირანია უნდა დავამყარო… თორემ ჩავრჩები კურსზე…

Advertisements