განმარტოებით იჯდა… ყოველდღიურ ცხოვრებისგან დაღლილს და დამარცხებულს, მყუდრო ადგილი მოეძებნა და ხის ქვეშ მჯდომი ფიქრს ცდილობდა. არანაირი ფიქრი, ერთმანეთთან დაკავშირებული ორი აზრიც კი არ მოსდიოდა თავში. უბრალოდ იჯდა… იჯდა განმაროტებით. ბუნებას კი ჩუმს, თითქოს საუკუნო ძილს მიცემულს, არ აღელვებდა თავისი საცოდავი შვილის ბედი. ცდილობდა აზრები ერთმანეთისთვის გადაება, როგორმე დაეკავშირებინა, მაგრა ამაოდ. იჯდა და ელოდებოდა… მაგრამ თვითონაც არ იცოდა რას… პასუხებს? არა… პასუხებს აქამდეც ბევრი ელოდებოდა, ბევრი ეძებდა მაინც ვერ იპოვა, მაშ როტომ უნდა ეფიქრა, რომ ეს პასუხები სწორედმისთვის გახდებოდა ცნობილი… სიკვდილს? არა… სიკვდილს ვერ დაელოდები, როცა ელოდები არ მოვა… შენ უნდა გაეკიდო, დაიჭირო და მანამ არ გაუშვა სანამ ჯოჯოხეთში არ ჩაყვები.

ხეს გაყვითლებული, უსიცოცხლო ფოთოლი მოსწყდა, ნელნელა დაეშვა და უაზორდ მჯდარის ფეხებთან დაეცა… წამიერად გამოფხიზლდა, და ეს წამიერი გამოფხიზლება თითქოს ნიშანი იყო რაღაცის საწყისისა. გაახსენდა რომ შემოდგომა იყო… დრო როდესაც ბუნებაში ყველაფერი ასრულებს თავის ცხოვრებას და შემცვლელის მოლოდინში საუკუნო ძილისთვის ემზადება. იქნებ მისი დროც მოვიდა? და თუ ეგრეა სად უნდა წავიდეს… არავისთვის არაფერი უვნია, თავისთვის ცხოვრობდა, არა ცოცხლობდა უბრალოდ… ჯოჯოხეთს არ იმსახურებს, მაგრამ მისნაირები არც სამოთხეში ხვდებიან. მაშ რა უნდა ქნას, დარჩეს ცასა და მიწას შორის გამოკიდული? ან რატომ გაჩნდა საერთოდ, ან რა მიზანი ქონდა მის სიცოცხლეს… კითხვები ბევრი ჰქონდა… პასუხები კი არა…

თითქოს რაღაც ხმა მოესმა… შეცბა და მიიხედმოიხედა. არავინ იყო. ნიავიც არ იძროდა. ალბათ მოეჩვენა. გაგიჯდა? კიდევ ერთი კითხვა რომელზეც პასუხი არ გააჩნდა.

რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას? მოესმა უცებ… კვლავ არავინ იყო გარშემო. რისთვის ღირს სიცოცხლე… რა არის ამ ცხოვრებაში ისეთი, რაც ყოველდღიური ტანჯვა-წამების ატანად ღირდეს… დაფიქრებულხარ ამაზე? იქნებ ადამიანის ცხოვრება ვიღაცის გასართობად შექმნილი თამაშია, ან უბრალო შეცდობა ბუნებაში, რომელიც არ უნდა მომხდარიყო და მხოლოდ შემთხვევითობის ბრალია…  არ ცხრებოდა იდუმალი ხმა… თუ გიცდია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რა არის სიცოცხლე… სილამაზე? ალაპარაკდა უცებ, და უკვე თვითონაც ვერ იაზრებდა როგორ ელაპარაკებოდა იდუმალ ხმას, პასუხების მოლოდინში.

ხო სილამაზე… რა არის სილამაზე? აბიბინებული მდელოები, თოვლით დაფარული მთები და მოლივლივე წყაროები? იქნებ უშნოა და შენ აღიქვამ ლამაზად… რომც უწოდო რაღაცას სილამაზე, ხომ იცი რომ სადღაც მასზე ლამაზი არსებობს, ვიღაც დგას შენსავით მის წინ და იგივეს ამბობს… ამ დროს კი ორივე ცდებით.

სიყვარული? მართალი ხარ… უდიდესი ძალა რომელიც ღმერთთან გაქვთ გაიგივებული… სიყვარული და სიძულვილი რამ გაყო, ერთიდან მეორემდე ერთი ნაბიჯია მხოლოდ. ორივეს ისე შუძლია დაგიმონოს და დაგაბრმავოს, რომ მის იქეთ ვეღარაფერს დაინახავ. ერთი და იგივეს გაგაკეთებინებს, მთელ ცხოვრებას მას მიუძღვნი და ვერც მიხვდები როგორ განადგურდები… ორივე მათგანი ერთი გრძნობის სხვადასხვა გამოვლინებაა და განსხვავებაც ძალიან მცირეა.

იქნებ ადამიანი პასუხების მოსასმენად არც არის შექმნილი. უნდა იცხოვროს და მეტი არაფერი მოეთხოვება…  პასუხების ძიებაა ის, რაც ადამიანს უნდა ამოძრავებდეს. მაგრამ ადამიანს ეშინია, ეშინია იმის, რომ ისეთ რამეს გაიგებს რაც მისთვის მიუღებელია. რის ცოდნასაც ისევ გაურკვევლობაში ცხოვრება ურჩევნია. მაშ რით განსხვავდებით ცხოველისგან, რომელიც ყოველდღე თავის გადასარჩენად იბრძვის… არაფრით, იგივე კანონები მოქმედებს ადამიანებში, ოღონდ კეთილშობილური ნიღბის უკან მდგარი.

პასუხების დევნა ბევრ ცოდვას ჩაგადენინებს, ადამიანი კი სულზე უნდა ფიქრობდეს… ეს ცხოვრება წარმავალია, სული კი მარადიული… მაშინ თავსაც მოიკლავდა კაცი რომ იცოდეს საბოლოოდ გაქრება. ჯოჯოხეთს და სამოთხეს გულისხმობ? ვის უნახავს ის სამოთხე რომლისკენაც ასე მიილტვით ყველა. ან ის ჯოჯოხეთი რომლისაც ასე გეშინიათ და ყველაფერს აკეთებთ მისი თავიდან ასაცილებლად, ადამიანობასაც კი კარგავთ. შიში იყო და შიში იქნება ადამიანის მამოძრავებელი მთავარი ძალა… შიში არის ის, რასაც დამონებული ყავს ადამიანის მთელი ბუნება. ადამიანი მაგას რწმენას ეძახის, რწმენის გამო ბევრ რამეს აკეთებს ადამიანი… ხომ გითხარი იგივე კანონები მოქმედებენ ადამიანებში… ოღონდ კეთილშობილური ნიღბის უკან. ადამიანმა თვითონ უნდა მართოს თვისი ცხოვრება, შიშისგან თავისუფალი სულ წინ უნდა მიიწევდეს ახალის აღმოსაჩენად… და არა ისე როგორც თქვენ… უბრალოდ ცოცხლობთ ჩარჩოებში, ქვეწარმავლებით, შიშით კანკალებთ და ყველაფერ ახლის გეშინიათ.

კი მაგრამ ეგ ადამიანზე არ არის დამოკიდებული, ყველაფერს ბედისწერა განაგებს… ბედისწერა, თქვენივე შექმნილი ილუზია რომელიც საკუთარი შეცდომების გასამართლებლად გჭირდებათ. ყველაფერს დააბრალებთ ბედისწერას და წყლიდან მშრალები ამოდიხართ. ატყუებთ ყველას, საკუთარი თავის გარდა. გულს კი ეჭვები გიღრღნით. ცხოვრობთ გაურკვევლობაში, საკუთარ ილუზიებში, თქვენივე შქმნილ ზღაპრულ სამყაროში, რომელიც თავზე გენგრევათ და ამის აღიარებისაც გეშინიათ. შიში უდევს საფუძვლად თქვენს რწმენას. მაგრამ რომ არა შიში ჩაეშვებით გარყვნილების მორევში, განუკითხაობის და უსამართლობის ორომტრიალში, ქაოსი დაისადგურებდა… ადამიანობას კი მაინც დაკარგავდით… აირჩიე რომელი ჯობია, ადამიანობა დაკარგული, მაგრამ თავისუფალი, თუ დამონებული, რაღაც არსებად ქცეული ადამიანი…

Advertisements