მონაწილეობენ: კონცლაგერი-ქიმიის კათედრა და არზიანი-ქიმიის კათედრის გამგე;

ნადაშვილი, თენგიზი-ანატომიის ლექტორები;

მანჩო-გენეტიკის  ლექტორი;

რუხო-ჰისტოლოგიის კათედრის გამგე;

ლიფტი-თსსუ-ს დეკანატის ლიფტი;

ლეილა ჯანდიერი-ტოპანატომიის კათედრის ლექტორი (ამავე კათედრის გამგის კომპანიონი ყავის სმასა და სიგარეტის მოწევაში);

ვირთხა-უბედური თეთრი ვირთხა, რომელიც სამედიცინოს სტუდენტებმა დაუნდობლად გაფატრეს;

სტაფილოკოკი-ერთუჯრედიანი ორგანიზმი;

ჭერამის ხე-თსსუ-ს პირველი კორპუსის უკან მდგარი ჭერამის ხე;

თინა ჩიქოვანი-იმუნოლოგიის კათედრის გამგე ამავე დროს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი (ან პირიქით);

ფარმაკო-ფარმაკოლოგია და ამ კათედრის ლექტორები ნათელა და მერი;

წესი-არჩვაძის წესი (სხვათა შორის ეს წესი ყველგან ჭრის);

რესპუბლიკურის უკანა ტყეში მისტიკურ ნისლში გახვეული კათედრა-პათანატომიის კათედრა;

ვანოს სკულპტურა- თსსუ-ს ეზოში მდგარი ივანე თარხნიშვილის ძეგლი, რომელიც წარბშეუხრელად გადაჰყურებს მის ახლომახლო ჯოკერის მოთამაშე სტუდენტებს;

მელა და ტურა-ძუძუმწოვარი ცხოველები

მაშ ასე… დავიწყოთ

სამედიცინო ჩვენი ნატვრების

სასუფეველი ჩვენი ტანჯვების

და ჯოჯოხეთის კარიბჭესავით

პირველ კორპუსში გვაქვს კონცლაგერი

იქ არზიანი მსხვერპლს ელოდება

და კიდევ ბევრის სისხლი გაშრება

სანამ ტანჯვაში სულამოხდილი

პირველკურსელი ბედს გაექცევა

ეს კათედრაა მოჩვენებათა,

იქ ფორმულები ირგვლივ დაძრწიან,

ჩარჩენილ სტუდენტს მშფოთვარე ძილში

კარბონმჟავები ესიზმრებიან…

ანატომია… და დღე ბნელდება

ბნელ  დერეფანში კვლავ სიჩუმეა

და ნადაშვილი მისი თეძოს ძვლით

capitis costa-ს შეგვეკითხება…

იქვე გამოვა შავი თენგიზი

ანატომიის ის ნათლიმამა

და მეათეჯერ ერთ გამოსვლაზე,

გვკითხავს თუ შარდის ბუშტი სადაა…

ნიშნის დაწერის დრო რომ დადგება,

მაშინ სიკეთის ბუშტი გასკდება

და ორებს ისევ ჩვენს სასიკეთოდ

სიის მიხედვით ჩამოუყვება…

და გენეტიკის კარიც იღება,

მანჩო ღიმილით შეგვეგებება

შუალედურის ტესტს გადაგვიშლის

და ჩვენი ტანჯვაც მაშინ იწყება

აქ უსასრულოდ ქრება წამები

მაგრამ დრო გადის ნელა ძალიან,

თუ დაუნია ეს უბედური,

გამაგებინეთ ჩვენი ბრალია?

ჰისტოლოგიის წინგს რომ შევხედავთ,

უცებ გაქრება სიცოცხლის ძალა,

ამ ჯოჯოხეთში რომ ჩავაბარეთ

ერთი მანახა ვინ დაგვაძალა…

რუხოს ლექციას არავინ აცდენს

ადგილებზეა ამ დროს დასწრება,

არები რომ არ იწერებოდეს

ერთი მანახა ვინ დაესწრება

აქ ბუნებრივი მიდის არჩევა

ლიფტი სამის მეტს ვერ ექაჩება

უნდა შეასწრო ან შეგასწრებენ,

არავინ იცის აქ შებრალება…

მაგრამ რად გინდა, დაღლილ დაქანცულს,

დღის ბოლოს მწარედ რომ გეძინება

ფსიქოლოგიას რომ დაესწრებით

იქ სამუდამოდ დაგეძინებათ…

სადაც ყოველთვის გველოდებიან,

სად უხარიათ ჩვენი დანახვა,

ბიოქიმიის აღდგენებს ვწერდით

ბარიერს უნდა ხომ გადალახვა?

ქულებისათვის სასტიკ ბრძოლაში

ჯანდიერს ებრძვის მთელი ნაკადი

ჩემი კათედრა ჩემი ციხეა,

ჟურნალით ხელში უტევს ლეილა…

მაინც დაგიწერთ ამ დაბალ ქულებს,

ახლავე გეტყვით არ ღირს წვალება,

ვირთხის გაჭრის დროს არ მომეწონე

შენ ვინ ყოფილხარ მემახსოვრება…

მიკროზე გული მსწრაფლ გაიხარებს,

დარდი და სევდა უმალ გაქრება…

კოკი… რა კოკი? სტაფილოკოკი

ეს თუ არ იცი რა გეშველება…

ნეტავ ვინ შექმა აქ ეს კათედრა,

და რას გვაწვალებს ვიკითხავ ამ ერთს,

ეშმაკმა შექმნა ბოროტი ზრახვით

და დააბრალა ჩვენს მოწყალე ღმერთს…

მიკრობებს მაგერ ბულიონს აჭმევთ,

ჩვენ კი მშივრები გვერდით ჩათვლებს ვწერთ,

სულ დაუკარგავს ამ ხალხს ნამუსი

ეზოში ხალხი ხეზე ჭერამს კრეფს…

მეხუთე სართულს არ გაეკაროთ

იქ ვირუსებიც იღუპებიან

იქ ჩიქოვანი T-ქილერებით

კურსზე ჩარჩენით იმუქრებიან…

ტესტებს არ ომგცემთ გვამშვიდებს თინა,

შარშანდელს შევცვლი თუნდ გასკდეთ გულზე,

ისე მიყვარხართ ვერ შეგელევით,

უნდა ჩაგტოვოთ მესამე კურსზე…

გამოცდებს შორის კვლავ შევცვლი ტესტებს,

თუნდ მომიწიოს თენება ღამის,

მადლობას გწირავთ ამისთვის თინა

თქვენ ჩვენზე ზრუნავთ, გაფასებთ ამით…

ფარმაკო ღამე არ მოგვასვენებს,

მერის დეკოლტე მოგველანდება

ნათელა ვინსტონს კვლავ მოუკიდებს

და დაიწყება ტანჯვა-წამება…

მომავალ ექიმს ფარმაკოს ცოდნა

ისე ჭირდება ვით თევზებს წყალი,

სხვების არცოდნა გეპატიება

ფარმაკო არის საწყისი,  აზრი…

ქირურგიაზე ცოდნა არცოდნა,

თითქმის ერთია თუ იცი წესი,

ყველაფრისმთქმელი და ბრძენი სახით,

იცი არ იცი უნდა თქვა “ვიცი”

საგანთა შორის უზენაესი,

პროპედევტიკა ეს ხომ ღმერთია…

და უხალათოდ აქ გამოჩენა

სტუდენტისათვის ჯოჯოხეთია…

რესპუბლიკურის უკანა ტყეში

ნისლით შებურულს სძინავს კათედრას,

პათანატომებს ჩვენს წვალებაში

ბადალი არ ყავთ, სხვა მტარვალთ შორის…

შუა ეზოში სამ კორპუსს შუა

ეზოს გვიმშვენებს ვანოს სკულპტურა

სადაც ყმუოდა მელა და ტურა

იქ გააშენეს ჩაის კულტურა…

P.S ყველა მოვლენა გამოგონილია (ვითომ?)

Advertisements